კამპანია გარემოს გულისთვის

კამპანია გარემოს გულისთვის არის CENN-ის ინიციატივითა და USAID-ის დაფინანსებით მიმდინარე პროგრამის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში, ფაზა II”(WMTR II) ფარგლებში დაწყებული მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დანაგვიანებული ადგილების დასუფთავებას და აღნიშნულ უბნებზე სისუფთავის შენარჩუნებას კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით. კამპანია მოუწოდებს კერძო კომპანიებს, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ მოსახლეობასა და სხვა დაინტერესებულ პარტნიორებს, ხელი შეუწყონ ქვეყანაში გარემოსადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების განვითარებას და საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში მწვანე ჩვევების დანერგვას.


© 2020 CENN